|
თემა:
|
„ტყე შეუნახე შვილებსა“
|
|
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა ხალხი მეცნიერები,
პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საუბრობენ იმაზე,რომ ბუნებას დაცვა
სჭირდება. ბუნებაზე ზრუნვა უნდა გახდეს თითოეული ადამიანის მოთხოვნილება. როცა მოსწავლეები
თვითონ აშენებენ ტყეებს და ზრუნავენ მასზე, უჩნდებათ სურვილი მისი გაფრთხილების.
|
|
მიზნები და შედეგები
|
ბუნებაზე ფიქრი, მასზე ზრუნვა ასწავლის მოსწავლეებს
ერთმანეთის გაფრთხილებას, სიყვარულს, სხვისი სიხარულის გაზიარებას.
|
|
ასაკი
|
ექვსი წლიდან
თვრამეტ წლამდე.
|
|
ვადები
|
I/03/13-დან
I/10/13-მდე.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურა
|
დაკვირვების და ანალიზის ობიექტი იქნება მოსწავლეთა
ჯგუფურად შესრულებული ნამუშევრები,მოძიებულ მასალაზე პრეზენტაცია. მოსწავლეები გაეცნობიან
განმავითარებელი შეფასების რუბრიკას.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან ტყის მნიშვნელობაზე
ინფორმაციას, რომელიც დაეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ მას გაფრთხილება სჭირდება.
|
|
სასწავლო მასალა
|
გამოვიყენებ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მოვიძიებთ
მასალას იმის შესახებ თუ სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ზრუნავენ ტყეების შენარჩუნებაზე,
ნახავენ ფოტო-მასალას გაჩეხილი, განადგურებული და დაცული ტყეების, შეადარებენ ერთმანეთს,
იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნებს.
|
|
სასწავლო პროექტის მსვლელობა
|
პროექტში გაერთიანდებიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
ისინი მასწავლებელთან ერთად მოაწყობენ ლაშქრობას სოფელთან ახლო მდებარე ტყეში და
მოახდენენ თხილის, კაკლის, წაბლის დათესვას. შემდეგ უფრო მაღალი საფეხურის მოსწავლეები
იზრუნებენ იმაზე, რომ ხშირად იარონ და მორწყან ნარგავები, რათა მათ გაიხარონ. ეს
მოსწავლეები ამავე დროს აწარმოებენ დაკვირვებას ზრდის პროცესზე: გახარებულ ნარგავებს
გადაუღებენ სურათებს, დაეუფლებიან ფოტოხელოვნებას და შემდეგ სკოლაში გააკეტებენ თემის
განზოგადებას. იმ ჯგუფის მოსწავლეებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ მოეგროვებინათ
მასალები დარგული მცენარეების შესახებ, გააკეთებენ პრეზენტაციას, ხოლო იმ მოსწავლეებმა
რომლებმაც დარგეს ნარგავები, წარმოადგენენ გეგმას თუ რა ფართობზე მოხდა მცენაარეების
გაშენება.
|
|
|
|
|
|
|
|
პროექტის ხელმძღვანელი:
|
მ.მჭედლიშვილი
|
|
ელ-ფოსტა:
|
Maia.mchedlishvili5@gmail.com
|
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
Gearn.blogspot.com
|
Thursday, April 25, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment